1773348202
ათენში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი გააპროტესტეს, დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოსკენ მსვლელობა გამართეს
ათენში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ათასობით ადამიანმა ათენში, აშშ-ის საელჩოსკენ მსვლელობა გამართა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერებით „ხელები შორს ირანიდან“ და „შეაჩერე ომი“.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხალხს „ახრჩობს და ყველგან მტრებს იძენს“.










