კაია კალასი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ - გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა გამოცემა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროპის გაყოფა სურს.

მისი თქმით, ევროპის გასაყოფად ტრამპის ადმინისტრაცია იყენებს ტაქტიკას, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები მიმართავენ.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ აშშ-მა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ - გაყოს ევროპა. მათ ევროკავშირი არ მოსწონთ“, - თქვა კალასმა.

აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები მან აღწერა, როგორც „ძალიან რთული“.

„თუ თქვენ გაეცნობით [აშშ-ის] ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, ვფიქრობ, არავითარი ილუზიის შექმნა არ დაგჭირდებათ“, - თქვა კალასმა.