მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
ავსტრალიელმა ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის უნიკალური რუკა შექმნეს, რომელიც გვაჩვენებს როგორი იქნებოდა ირმის ნახტომი, ჩვენს თვალებს რადიოტალღების დანახვა რომ შეეძლოს.
ავსტრალიის დასავლეთ უდაბნოში მდებარე რადიოტელესკოპის Murchison Widefield Array (MWA ) დახმარებით მეცნიერებმა ჩვენს გალაქტიკაში მდებარე მილიონობით ობიექტისგან მომავალი დაბალსიხშირიანი რადიოგამოსხივება დააფიქსირეს.
MWA უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც გვთავაზობს არა მხოლოდ სიხშირეების ფართო დიაპაზონს, არამედ გამოსახულების მაღალ ხარისხს. მის ბაზაზე მრავალი სამეცნიერო კვლევა ტარდება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია GLEAM - GaLactic and Extragalactic All-sky MWA.
ამ პროექტის ფარგლებში, ტელესკოპმა შეასრულა კოსმოსური სივრცის დეტალური გადაღება დიაპაზონში 72-დან 231 მეგაჰერცამდე. მისი მიზანი იყო 300 ათასი ობიექტის შესწავლა ჩვენი გალაქტიკის გარეთ, მაგრამ მუშაობის პროცესში MWA-მ შეძლო ირმის ნახტომის და მისი მეზობელი გალაქტიკების აღბეჭდვაც. სწორედ ეს სურათები გახდა ავსტრალიელი ასტრონომების კვლევის საფუძველი.