LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
რუსეთი პუტინისა და ტრამპის შეხვედრიდან არა გარღვევას, არამედ „მუდმივ და თანდათანობით მოძრაობას“ ელოდება, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე დარჩიევმა განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, ალასკის სამიტიდან დადებით შედეგს მოელის.
დარჩიევის განცხადებით, მოსკოვს მოლაპარაკებებისთვის კარგად დასაბუთებული და მომზადებული პოზიცია აქვს და არ არსებობს გადაჭარბებული მოლოდინები.