რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
ამერიკის შეერთებული შტატები სამოგზაურო აკრძალვის დაწესებას დამატებით 30-ზე მეტი ქვეყნისთვის გეგმავს, – ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა.
„ფოქს ნიუსის“ გადაცემა The Ingraham Angle-ში ინტერვიუს დროს, ნოემმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აფართოებს სამოგზაურო აკრძალვის მქონე ქვეყნების სიას.
კრისტი ნოემს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ აკრძალვა 30-ზე მეტ ქვეყანას შეეხება.
„კონკრეტულად არ დავასახელებ, მაგრამ ეს 30-ზე მეტი ქვეყანაა და პრეზიდენტი აგრძელებს ქვეყნების შეფასებას“, – განაცხადა კრისტი ნოემმა.
დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის ივნისში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აკრძალა 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლა და შეზღუდვები დააწესა კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს ქვეყნებია ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. დამატებით კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან მგზავრობის ნაწილობრივი შეზღუდვების ქვეშ: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს.
აშშ-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს ნაბიჯი საჭიროა ქვეყნის „უცხოელი ტერორისტებისგან“ დასაცავად.