1769284719
აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით, ირანმა საერთაშორისო ფორუმებს სარჩელით მიმართა
ირანმა აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით, საერთაშორისო ფორუმებზე სარჩელი შეიტანა.
ირანი ამტკიცებს, რომ აშშ და ისრაელი ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებს უჭერენ მხარს და აფინანსებენ ქვეყნის წინააღდეგ მოქმედებებს.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები პირდაპირ იყვნენ ჩართული და აფინანსებდნენ, წვრთნიდნენ და მედიამხარდაჭერას უწევდნენ არეულობის მონაწილეებსა და შეიარაღებულ ტერორისტებს.
ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ღოლამ-ჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ ასევე თქვა, რომ ბოლოდროინდელი ძალადობრივი არეულობების უკან მდგომი მთავარი აგენტები არიან აშშ და ისრაელია; მათ პირდაპირი და აშკარა როლი ითამაშეს მოვლენებში.
მისივე განცხადებით, პირები, რომლებიც ქუჩებსა და საზოგადოებრივ ადგილებში თავდასხმებს ახორციელებდნენ, იარაღით ესხმოდნენ თავს მშვიდობიან მოსახლეობას, უსაფრთხოების ძალებს და სერიოზულ დანაშაულებს სჩადიოდნენ, იყვნენ დამნაშავეები, რომელთა მიზანი იყო შეერთებული შტატებისა და ისრაელის შეთქმულების განხორციელება ირანში.
ღოლამ-ჰოსეინ მოჰსენი-ეჯეის თქმით, უსაფრთხოების ძალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ არანაირი შეღავათი არ იქნება.











