1751921238
აშშ-ს მოუწევს, გაითვალისწინოს, რომ მსოფლიოში დოლარისადმი ნდობა დაეცა, „ბრიქსი“ ყოველთვის ეყრდნობოდა თანასწორობის პრინციპებს, რომლებიც არ არის ნაკარნახევი უფროსი ძმის მიერ - სერგეი ლავროვი

შეერთებულ შტატებს მოუწევს, გაითვალისწინოს, რომ მსოფლიოში დოლარის მიმართ ნდობა დაეცა და ვალუტის როლი მრავალი წლის განმავლობაში შესუსტდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დემოკრატების მმართველობის დროს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო დოლარის პოზიციის „უხეშად ბოროტად გამოყენება“ გლობალურ ეკონომიკასა და გლობალურ ფინანსურ სისტემაში.
„ტყუილად არ ყოფილა, რომ ინაუგურაციისთვის მზადების პერიოდშიც კი, პრეზიდენტმა ტრამპმა ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია დოლარის როლის მრავალი წლის განმავლობაში შელახვაში პირდაპირ დაადანაშაულა“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორგანიზაცია „ბრიქსის“ საქმიანობაში ბუნდოვანების საფრთხეს ვერ ხედავს.
„ბრიქსი ყველა ნაბიჯში ყოველთვის ეყრდნობოდა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კონსენსუსის პრინციპებს, რომლებიც ნამდვილად ასახავს ინტერესთა ბალანსს და არ არის ნაკარნახევი უფროსი ძმის მიერ. ვერ დავეთანხმები „ბრიქსის“ ხელოვნურად აღწერის ასეთ მცდელობებს, როგორც ორგანიზაციას, რომელიც თავის დანიშნულებას ამოწურავს. პირიქით, მისი პოტენციალი მხოლოდ ახლა იწყებს გამოვლენას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.