საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის შესახებ, ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1751891424
ბუდაპეშტის აეროპორტში ძლიერი ქარიშხლის გამო ფრენები გაუქმდა. მედიის ცნობით, ქარიშხალმა საფრენი ბილიკები დააზიანა, შესაბამისად აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას ბუდაპეშტის აეროპორტის წარმომადგენელი, კატალინ ვალენტინი ავრცელებს.
„ძალიან ძლიერი ქარიშხალი დაატყდა დედაქალაქს სწორედ აეროპორტთან ახლოს. ქარი 120 კილომეტრს აღწევდა და სეტყვაც იყო“, – აღნიშნავს აეროპორტის წარმომადგენელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად არავინ დაშავებულა.