უკრაინამ ამერიკელებს უთხრა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა „ფეიკია“ - ზელენსკი
1767113760
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ან შეხების ხაზზე, ჯარების გაგზავნას სავარაუდოდ, დასთანხმდება.
მედიის ცნობით, ტუსკმა ამის შესახებ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრთან, ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და NATO-ს გენერალურ მდივანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
პოლონეთის პრემიერის თქმით, მშვიდობა უკვე ჰორიზონტზეა და მისი მიღწევა რამდენიმე კვირაში გახდება შესაძლებელი.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების იმედის საფუძველია ამერიკის მიერ მშვიდობის დადების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნის გამოცხადება.
„ომის დასრულების იმედის საფუძველს წარმოადგენს ამერიკის მიერ მშვიდობის დადების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნის დეკლარაცია. ეს მოიცავს, მაგალითად, ამერიკელი ჯარების ყოფნას საზღვარზე ან უკრაინასა და რუსეთს შორის შეხების ხაზზე. ეს საკმაოდ მკაფიო განცხადებები პირველად გამოჩნდა. ვნახოთ, რამდენად თანმიმდევრულები იქნებიან ჩვენი პარტნიორები ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს“, – განაცხადა მან.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისში პარიზში გაიმართება „მტკიცე გადაწყვეტილების მქონე ქვეყნების კოალიციის“ შეხვედრა, სადაც ისინი გეგმავენ თითოეული ქვეყნის კონკრეტული წვლილის დაზუსტებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სისტემაში.