აშშ-მა Lukoil International-თან ოპერაციების ლიცენზია გაახანგრძლივა

ლუკოილი

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ უცხოური აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელების ლიცენზია 19 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა .

ცნობისთვის, აღნიშნული ლიცენზია რამდენჯერმე გაგრძელდა - უკანასკნელი 22 აგვისტომდე.

შეგახსენებთ, 2025 წლის 23 ოქტომბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების - "როსნეფტისა" და "ლუკოილის" წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ისინი 14024-ე აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მათი საქმიანობის გამო შავ სიაში შეიყვანეს.