აშშ-მა ახალი გლობალური სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა აამოქმედა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-მა ახალი გლობალური სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა აამოქმედა, რომელიც კიბერთაღლითობასა და ინტიმური შინაარსის მასალით შანტაჟში  ჩართულ პირებს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს იმ პირების პასუხისმგებლობაში მიცემას, რომლებიც მოქმედებენ ან თანამონაწილეობენ კიბერდანაშაულსა და კიბერსივრცის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებში“, – აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო განცხადებაში.

ამასთან, განცხადების მიხედვით, მსგავსი სქემები ხშირად ჩინურ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული. მათი საქმიანობის შედეგად, მხოლოდ 2024 წელს ამერიკის მოქალაქეებმა სულ მცირე 10 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

მედიის ცნობით, ეს სქემები კორუფციას, ფულის გათეთრებასა და ადამიანებით ვაჭრობას უწყობს ხელს. დოკუმენტის თანახმად, უცხოეთიდან მოქმედი დამნაშავეები ინტიმური შინაარსის მასალით შანტაჟის სქემებში ამერიკელ ბავშვებსაც სამიზნედ იღებდნენ.

მარკო რუბიოს თქმით, შეზღუდვები, რომლებიც „ემიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ“ კანონის საფუძველზე ამოქმედდა, ამ უკანონო საქმიანობაში ჩართული პირების ოჯახის უშუალო წევრებზეც გავრცელდება.