აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები ნიუ იორკში განიხილავენ ეტაპობრივ შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის გახსნისა და აშშ-ის ბლოკადის დასრულების შესახებ - „როიტერი“

ჰორმუზის სრუტე

აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები ნიუ იორკში განიხილავენ ეტაპობრივ შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის გახსნისა და აშშ-ის ბლოკადის დასრულების შესახებ,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ორ ირანულ და ორ დასავლელ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ მოლაპარაკებები დიდ დაბრკოლებას აწყდება, რადგან არცერთ მხარეს არ სურს პირველი დათმოს თავისი გავლენის ბერკეტები.

ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩიხიდან გამოსვლის ყველაზე რეალისტური გზა ეტაპობრივი შეთანხმება იქნებოდა: ირანი დაუშვებდა ნაოსნობას ჰორმუზის სრუტეში, სანაცვლოდ კი აშშ მოხსნიდა ეკონომიკურ ბლოკადას და თეირანი, შესაძლოა, წვდომას მიიღებდა გაყინულ აქტივებზე.

„ვითარების მოგვარების ერთ-ერთი გზა კრიზისის ეტაპობრივად გადაჭრაა. პირველი ნაბიჯი ბლოკადის დასრულება და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა იქნებოდა“, – აღნიშნა მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

✕