აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი: პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, როცა აფინანსებ და აორგანიზებ ამ პოლიტიკურ ძალადობას

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, როცა აფინანსებ და აორგანიზებ ამ პოლიტიკურ ძალადობას.

ჯეი დი ვენსი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ ტერორიზმზე პასუხისმგებლები არიან ძალადობის დამფინანსებელი ორგანიზაციები.

„თუ ხალხს ამერიკის მთავრობის ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ მოუწოდებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად ტერორისტულ მოძრაობაში ხართ ჩაბმული. ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ მემარცხენე ძალადობის და მემარცხენეთა რადიკალიზაციის ქსელის დამფინანსებელთა ორგანიზაციები გამოვავლინოთ. თუკი ხალხს აქეზებთ და აფინანსებთ, რომ პოლიტიკური ძალადობა ჩაიდინონ, მაშინ ისე მოეპყარით, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და არეულობებს და სხვა პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებ, რატომ არ უნდა გებრძოლოთ, რატომ არ უნდა შეგიწყვიტოთ დაფინანსების წყარო და რატომ არ უნდა აგოთ პასუხი? უნდა დავადგინოთ, როგორ ხდება ახალგაზრდების რადიკალიზება, და ვინ აფინანსებს ამას. პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, როცა აფინანსებ და აორგანიზებ ამ პოლიტიკურ ძალადობას“, - თქვა ვენსმა.