მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ, ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ამერიკული რაკეტების გაშვება და მათ მიერ ირანში სამიზნეების განადგურებაა ასახული. სამხედრო უწყების განცხადებით, ირანი გაფრთხილებულია, რომ არმია შემდგომი ქმედებების შესახებ განკარგულების მოლოდინშია.
ამერიკულმა არმიამ ასევე დაადასტურა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის პირველად გამოიყენეს ლუკასის ტიპის დრონები, რომელიც ირანული შაჰედების მიხედვითაა შექმნილი. ოპერაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმა, სადაც აღნიშნულია, რომ მორიგი დარტყმები ირანის სარაკეტო მარაგებისა და თავდაცვითი სისტემების წინააღმდეგ არის მიმართული.
The Iranian regime was warned. CENTCOM is now delivering swift and decisive action as directed. pic.twitter.com/nNDoDexH6g
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 1, 2026
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.