ბათუმის ცენტრში აფეთქების ძლიერი ხმა გაისმა - ვითარება ადგილზე
1776944116
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებიდან დღემდე ამერიკელმა სამხედროებმა 29 გემი დააკავეს და არ გაატარეს.
როგორც ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში წერს, გემების ნაწილს უკან მოტრიალება, ან პორტში დაბრუნება უბრძანეს.
ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, რამდენიმე კომერციულმა გემმა ბლოკადა გაარღვია და სრუტე გაიარა. ამერიკული მხარის მტკიცებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
სინამდვილეში, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემები, რომლებსაც ნავთობი გადაჰქონდათ, ირანის პორტ ჩაჰაბარში დააბრუნა.
„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გლობალურად მოქმედების შესაძლებლობა აქვთ. ამერიკული ძალები მოქმედებენ და ბლოკადას უზრუნველყოფენ ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.