თბილისში კაცმა დედა და ძმა მოკლა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
1774334964
აშშ-ის სენატმა ოფიციალურად დაამტკიცა ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ახალი მდივანი, რომლის კანდიდატურაც დონალდ ტრამპმა წარადგინა. ოკლაჰომელმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მარკვეინ მალინმა, პოსტზე კრისტი ნოემი შეცვალა, რომელიც ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფონზე გადადგა.
კენჭისყრა 54-45 შედეგით დასრულდა. მალინს მხარი რესპუბლიკელების უმრავლესობამ და ორმა დემოკრატმა სენატორმა დაუჭირა.
ცნობილია, რომ სენატორი მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიციირებული "მეგობარი აქტი" და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.