1774295087
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის ფორმატში მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პაატა პატიაშვილსა და დელეგაციის წევრებს გენერალ ლეიტენანტმა ერიკ პელტიემ უმასპინძლა.
„შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დიალოგის ფარგლებში განიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთთან და დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივი კავშირები გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.










