„მომხმარებელთა საყურადღებოდ!“ - „მაგთი“ განცხადებას ავრცელებს
1775734164
აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას, აშშ-ის კანონმდებლები კვლავ შეეცდებიან, მიიღონ რეზოლუცია ირანთან ომის დასრულების შესახებ, რაც აიძულებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს, ნებისმიერი შემდგომი თავდასხმებისთვის კონგრესის თანხმობა მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შუმერის განცხადება ტრამპის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში გაკეთდა.
"კონგრესმა უნდა აღადგინოს თავისი ავტორიტეტი, განსაკუთრებით ამ სახიფათო მომენტში“, - განაცხადა შუმერმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, ტრამპი ცეცხლის შეწყვეტაზე სამშაბათს დათანხმდა, მის მიერ თეირანისთვის დაწესებული დროის ამოწურვამდე საათ-ნახევრით ადრე, რის შემდეგც ის ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გნადგურებით იმუქრებოდა.