აშშ-ის სამხრეთის სარდლობამ წყნარ ოკეანეში გემი დაბომბა, რომელიც მათი ინფორმაციით, ნარკოტრეფიკინგში იყო ჩართული

ნნ

 ამერიკის სამხრეთის სარდლობამ წყნარ ოკეანეში გემი დაბომბა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ნარკოტრეფიკინგში იყო ჩართული. დაიღუპა გემზე მყოფი სამი ადამიანი.

თავდასხმის კადრებს აშშ-ის სარდლობა X-ზე ავრცელებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ ხომალდი ცნობილი კონტრაბანდის მარშრუტებით მოძრაობდა. ოპერაციის დროს ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან.