რა არ უნდა აიღოთ მიწიდან: რომელ ნაპოვნ ნივთებს შეუძლია უბედურება მოგიტანოს - სპეციალისტის რჩევები
1776715869
აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
აშშ-ის სამხედრო ძალების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი „ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“.
„გემი კარიბის ზღვის აუზში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, გასულ თვემდე პერიოდში ამერიკულმა ძალებმა დასავლეთ ნახევარსფეროში ნარკოტიკების გადაზიდვაში ეჭვმიტანილი გემების წინააღმდეგ 45 დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, მათი მონაცემებით, ნარკოკარტელებთან დაკავშირებული 157 პირი დაიღუპა.