1754385975
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა. უიტკოფს აეროპორტში უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დახვდა.
„როიტერის“ წყაროს ცნობით, უიტკოფი დღეს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.
ცნობისთვის, 8 აგვისტოს იწურება იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაუწესა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს ახალ სანქციებს, ხოლო მოსკოვის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.
ტრამპი ასევე აცხადებს, რომ მომდევნო 24 საათში მნიშვნელოვნად გაზრდის ტარიფებს ინდოეთისთვის, რადგან ინდოეთი არ ამბობს უარს რუსული ნავთობის შესყიდვაზე.