იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური დაბომბვის 80 წლისთავს აღნიშნავენ

ჰიროშიმა

იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური დაბომბვის 80 წლისთავს აღნიშნავენ. დილით იაპონიაში ჩუმი ლოცვა აღევლინა, რომელიც აშშ-ს მიერ ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა.

ცერემონიას იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები და ქალაქის მერი კაზუმი მაცუი დაესწრნენ.

მაცუიმ ისაუბრა გლობალური სამხედრო ძალების გაზრდის დაჩქარებული ტენდენციის იმ იდეის შესახებ, რომ ბირთვული იარაღი აუცილებელია ეროვნული თავდაცვისთვის. შიგერუ იშიბას თქმით, ეს არის იმ გაკვეთილების აშკარა უგულებელყოფა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებას ისტორიის ტრაგედიებიდან უნდა ესწავლა.

მეორე მსოფლიო ომი იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოგდების შემდეგ. ბომბებმა 200 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ზოგი უშუალო აფეთქების შედეგად, ზოგი კი რადიაციული ავადმყოფობითა და დამწვრობით.