1764940589
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, ევროპაში უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“. დოკუმენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ის ფართო პოლიტიკის პრიორიტეტები უნდა იყოს:
ევროპაში სტაბილურობის პირობების და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა; ევროპისთვის ფეხზე დგომის და შეთანხმებული სუვერენული ერების ჯგუფის სახით ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათ შორის საკუთარ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიმე მოწინააღმდეგე ძალის დომინირების გარეშე; ევროპის ქვეყნებში ევროპის ამჟამინდელი ტრაექტორიის მიმართ წინააღმდეგობის გაღვივება; ევროპული ბაზრების გახსნა აშშ-ის საქონლისა და მომსახურებისთვის და აშშ-ის მუშახელისა და ბიზნესისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა; ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში ჯანსაღი ქვეყნების გაძლიერება კომერციული კავშირების, იარაღის გაყიდვის, პოლიტიკური თანამშრომლობისა და კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გზებით; ნატო-ს როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის შეწყვეტა და ამ რეალობის აღკვეთა; ევროპის წახალისება, რომ მიიღოს ზომები მერკანტილური ჭარბი საწარმო სიმძლავრის, ტექნოლოგიური ქურდობის, კიბერჯაშუშობის და სხვა მტრული ეკონომიკური პრაქტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად.











