კერძები, რომელიც საახალწლო სუფრაზე არ უნდა დადოთ
1766262701
„არა, ეს ტყუილი და პროპაგანდაა. Reuters-ი ნებაყოფლობით ეწევა იმ ომის გამჩაღებლების მხარდაჭერას, რომლებსაც პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის ჩაშლა სურთ - ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია ამ სისხლიანი ომის დასრულებისკენ, რომელმაც ორივე მხრიდან მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სახიფათოა, რომ თქვენ ავრცელებთ ამ მცდარ ნარატივს პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დასაბლოკად და ხალხში ისტერიასა და შიშს აღვივებთ, რათა აიძულოთ ისინი მხარი დაუჭირონ ომის ესკალაციას, რაც სინამდვილეში ნატოსა და ევროკავშირს სურთ, რათა შეერთებული შტატების არმია რუსეთთან ომში უშუალოდ ჩაითრიონ. Deep state-ის ომის გამჩაღებლები ცდილობენ ხელი შეუშალონ პრეზიდენტ ტრამპის უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობას. რუსეთს არ აქვს უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა, აღარაფერი რომ ვთქვათ ევროპაში შეჭრასა და დაპყრობაზე“, - დაწერა გაბარდმა სოცქსელში.
გაბარდის თქმით, სინამდვილეში აშშ-ის დაზვერვამ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ „რუსეთი ცდილობს თავი აარიდოს ნატოსთან უფრო ფართომასშტაბიან ომს“. გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიშები შეიცავდა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნება აქვს განზრახული, რომლებიც „ყოფილ საბჭოთა იმპერიას ეკუთვნოდა“.