აშშ-ის ელჩი ნატოში იმედოვნებს, რომ უახლოესი კვირებში ნიდერლანდების მსგავსად უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად დაფინანსებას სხვა ქვეყნებიც გამოყოფენ

მეთიუ უიტაკერი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნატოში, მეთიუ უიტაკერი იმედოვნებს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში ნიდერლანდების მსგავსად უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად დაფინანსებას სხვა ქვეყნებიც გამოყოფენ.

სააგენტო Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში უიტაკერმა ოფიციალურ ამსტერდამს მადლობა გადაუხადა.

„ნიდერლანდებმა პირველმა გამოყო დაფინანსება უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად. უახლოეს კვირებში ჩვენ ანალოგიური განცხადებების კასკადს ვიხილავთ. ნიდერლანდების განცხადების შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა სახსრებისა და რესურსების გაერთიანება დაიწყეს. მოკავშირეების მიზანი უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაა და არა ბრძოლის არეალის გაფართოება. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ომის დასასრულებლად დიპლომატია და მოლაპარაკებები ამოქმედდეს“, - თქვა უიტაკერმა.

ცნობისთვის, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, რომელიც ამერიკული წარმოების იარაღისგან, მათ შორის Patriot-ის რაკეტების კომპონენტებისგან შედგება.