ბათუმის ინფექციური ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1754415529
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს 35%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ბრიუსელი ამერიკის ინფრასტრუქტურაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპირებას არ შეასრულებს.
„მაშინ 35%-იან ტარიფებს გადაიხდიან“, - განუცხადა ტრამპმა სამშაბათს CNBC-ს, როდესაც ჰკითხეს, რას მოიმოქმედებდა, თუ ევროკავშირი აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების საკუთარ ნაწილს არ შეასრულებდა.
შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის ექსპორტიორების უმეტესობას ფიქსირებული, 15%-იანი ტარიფის გადახდა მოუწევს.
სანაცვლოდ, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ შეამცირებს ტარიფებს სხვადასხვა საქონელზე და ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, აშშ-ის ენერგომატარებლების შესყიდვებს 750 მილიარდი დოლარით გაზრდის.
„მათ თავიანთი ტარიფები შეამცირეს. მათ გადაიხადეს 600 მილიარდი დოლარი. ამის გამო, მე მათ ტარიფები 30%-დან 15%-მდე შევუმცირე. რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა და მკითხა: „როგორ შეიძლება ევროკავშირი ჩვენზე ნაკლებს იხდიდეს?“ მე ვუპასუხე, რომ მათ 600 მილიარდი დოლარი მომცეს. ეს საჩუქარია და, სხვათა შორის, არა სესხი. მათ მოგვცეს 600 მილიარდი დოლარი, რომელიც შეგვიძლია ჩავდოთ, სადაც მოგვესურვება. შემიძლია, ამ ფულით რაც მინდა, ის გავაკეთო“, - დასძინა მან.