7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
აშშ-ის დემოკრატიული პარტიიდან ნიუ იორკის მერობის კანდიდატი მუსლიმი მემარცხენე პოლიტიკოსი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორ მედია წერს, შიდა პარტიულ პრაიმერისში გამარჯვებული 33 წლის ზოჰრამ მამდანი გახდა. მისი მეტოქე იყო ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელმაც ეს თანამდებობა 2021 წელს სექსუალური შევიწროების შესახებ სკანდალის ფონზე დატოვა.
როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, ზოჰრან მამდაბი ნიუ იორკის თუ მერად აირჩიეს, ის იქნება პირველი მუსლიმი და ინდიელი ამერიკელი, რომელიც აშშ-ის უდიდეს ქალაქს ჩაუდგება სათავეში.
ცნობისთვის, ნიუ იორკში მერის არჩევნები ნოემბერში გაიმართება.