აშშ და ისრაელი მუსლიმურ ქვეყნებს შორის შუღლს თესავენ, ირანი რეგიონული ერთიანობისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის - მასუდ ფეზეშქიანი

მასუდ ფეზეშქიანი

აშშ და ისრაელი მუსლიმურ ქვეყნებს შორის შუღლს თესავენ, მაშინ, როდესაც ირანი რეგიონული ერთიანობისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამად ბინ სალმანთან სატლეფონო საუბრის დროს განაცხადა.

ფეზეშქიანის თქმით, თეირანი გააგრძელებს თავისი „კანონიერი უფლებების“ დაცვას ნებისმიერ დიპლომატიურ პროცესში, რომელიც შეიძლება, ამ საკითხს შეეხოს.

ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანი მიესალმება მეგობარი და მოძმე ქვეყნების ნებისმიერ დახმარებას ამ გზაზე და ასეთ დიპლომატიურ ურთიერთობებში დადებით წვლილს.

ირანული მედიის ინფორმაციით, ბინ სალმანმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთმა თავიდანვე დაგმო ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხელს შეუწყობს „უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენას“ და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.