არანაირი გარიგება არ იქნება, ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას - ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი

ჩვენ ძალით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, უნგრეთს აქვს პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები, რათა აიძულოს უკრაინას ნავთობის ტრანზიტის განახლება.

„არანაირი გარიგება, არანაირი კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. უნგრეთის ენერგია მალე კვლავ „დრუჟბის“ მილსადენით იმოძრავებს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.