2025 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ
1766307412
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 54 ათასს აჭარბებს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ შეძლო მთელი თავისი ინსტიტუტების, პერსონალისა და რესურსების მობილიზება სამხრეთ პროვინციებში მიწისძვრის შემდეგ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თურქეთზე უფრო სწრაფად უპასუხოს ასეთ კატასტროფას, რომლის დროსაც დაღუპულთა რიცხვმა ქვეყანაში 48 ათასს მიაღწია, დაშავებულებმა 115 ათასს გადააჭარბა და 50 ათასი შენობა განადგურდა.