გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, რათა ირანის წინააღმდეგ შემდგომი ნაბიჯები განიხილოს. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი, არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელ დენ კეინი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი და სხვები.
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპი იხრება ირანის წინააღმდეგ გარკვეული სახის სამხედრო მოქმედებების განხორციელებისკენ, რათა გაზარდოს ზეწოლა რეჟიმზე და აიძულოს დათმობები ბირთვულ პროგრამაზე.