Apple-ი სანდერსონის ლიტერატურული სამყაროს მიხედვით ფილმებსა და ტელეშოუს შექმნის

სბსჰ

 სტრიმინგ-სერვისმა Apple TV+ ამერიკელ მწერალ ბრენდონ სანდერსონთან მისი მასშტაბური საავტორო სამყაროს, „კოსმერის“ ეკრანიზაციაზე უპრეცედენტო შეთანხმება გააფორმა.

Hollywood Reporter-ი წერს, გარიგების პირობების თანახმად სანდერსონი უშუალოდ ჩაერთვება „კოსმერის“ ყველა პროექტის შემუშავებაში, როგორც სცენარისტი, პროდიუსერი და კონსულტანტი. ამასთან, მას ექნება საკვანძო შემოქმედებითი გადაწყვეტილებების საბოლოო დამტკიცების უფლება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი კრეატიული კონტროლი საკუთარი ნაწარმოების ეკრანიზაციის დროს არც ჯეი კეი როულინგს და არც ჯორჯ მარტინს ჰქონიათ.

რაც შეეხება პროექტებს, ტრილოგია „ნისლქმნილი“ განიხილება, როგორც სრულმეტრაჟიანი კინოფრანშიზის საფუძველი.

„შტორმის სინათლის არქივი“ მიხედვით, კი სერიალს გადაიღებენ, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება კომპანია Blue Marble, ტერეზა კანის ხელმძღვანელობით.

ინფორმაცია რეჟისორების, მსახიობთა შემადგენლობისა და გამოსვლის ვადების შესახებ ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

ბრენდონ სანდერსონი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი ფანტასტი მწერალია. ის ცნობილია თავისი უნიკალური ერთმანეთთან დაკავშირებული და დეტალურად გაწერილი მაგიური სისტემებით. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია ციკლები „ნისლქმნილი“, „შტორმის სინათლის არქივი“. მან ასევე დაასრულა რობერტ ჯორდანის „დროის ბორბლის“ ლეგენდარული ციკლი.