იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გამთენიისას აშშ-ის საელჩო დაიბომბა. ინფორმაციას Associated Press-ი ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაბომბვის შემდეგ საელჩოს შენობის თავზე შავი კვამლი შეინიშნება.
როგორც Associated Press-ი იუწყება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული საელჩო ირანის მხარდამჭერი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ის საელჩომ ბაღდადში საფრთხის დონე 4-მდე ასწია. საელჩოში აცხადებდნენ, რომ ირანი და ირანთან დაკავშირებული გასამხედროებული დაჯგუფებები მანამდე თავს ესხმოდნენ აშშ-ის მოქალაქეებს, ინტერესებსა და ინფრასტრუქტურას. საელჩო არ გამორიცხავდა, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალშიც გაგრძელდებოდა.