წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1775155180
ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.
„ამ კონფლიქტის გავლენა უკვე ყველგან იგრძნობა. ამის ნათელი მაგალითია ნაოსნობის თავისუფლების შეზღუდვის შედეგები. როდესაც ჰორმუზის სრუტე ბლოკირებულია, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ფენა სუნთქვასაც კი ვერ ახერხებს. ჩვენ ამას ვხედავთ იმ ადამიანების ყოველდღიურობაში, რომლებიც ებრძვიან საკვებსა და ენერგიაზე ფასების ზრდას - ფილიპინებიდან და შრი-ლანკადან მოზამბიკამდე და კიდევ უფრო შორს მდებარე დასახლებებამდე“, - აღნიშნა გუტერეშმა.
„დავები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად. ყველა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. სამოქალაქო პირები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბირთვული ობიექტები, დაცვას საჭიროებს. ასევე, ნაოსნობის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მე ვინარჩუნებ მჭიდრო კავშირს მხარეებთან და ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად რეგიონში ვგზავნი ჩემს პირად წარმომადგენელს, ჟან არნოს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მშვიდობიანი გამოსავალი. ჩემი გზავნილი ნათელია“, - დასძინა მან.