„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
80 წლის წლის წინ ომით მოცულმა მსოფლიომ გააკეთა არჩევანი – თანამშრომლობა ქაოსის ნაცვლად, კანონი უკანონობის ნაცვლად, მშვიდობა კონფლიქტის ნაცვლად და ამ არჩევანმა შვა გაერო, არა როგორც სრულყოფილების ოცნება, არამედ პრაქტიკული სტრატეგია კაცობრიობის გადასარჩენად, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ში გენერალური დებატების გახსნაზე განაცხადა.
გუტერეშის თქმით, გაერო არის მეტი, ვიდრე შეხვედრის ადგილი, ეს არის მორალური კომპასი მშვიდობის ხელშეწყობის ძალა.
„ბევრმა ჩვენი დამფუძნებელთაგან საკუთარი თვალით იხილა სიკვდილის ბანაკების ჯოჯოხეთი და ომის საშინელება. მათ იცოდნენ, რომ ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც არ დაუშვებდა ამ საშინელებების გამეორებას, კონფლიქტისა, მესამე მსოფლიო ომის ცეცხლისგან დამცავი კედლის შექმნას და სუვერენული სახელმწიფოებისთვის დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ფორუმის შექმნას. ეს ყველას გვეხება და გენერალური ასამბლეის ეს დარბაზი არის ჭეშმარიტების გულისცემა. სწორედ ამიტომ, ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ლიდერები იკავებდნენ ამ ტრიბუნას. სწორედ ამიტომ, თქვენ დღეს აქ ხართ. გაერო არის მეტი, ვიდრე შეხვედრის ადგილი, ეს არის მორალური კომპასი, ეს არის მშვიდობის ხელშეწყობის ძალა, საერთაშორისო სამართლის მცველი, მდგრადი განვითარების კატალიზატორი, მაშველი რგოლი კრიზისში მყოფი ადამიანებისთვის, ადამიანის უფლებების შუქურა და ცენტრი, რომელიც გარდაქმნის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებებს ქმედებებად. 80 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ საკითხის წინაშე, რომლის წინაშეც ჩვენი დამფუძნებლები იდგნენ, თუმცა რომელიც არის უფრო მწვავე, უფრო რთული და უმოწყალო.
როგორი მსოფლიოს აშენებას ვირჩევთ ერთად? ჩვენ წინ გვაქვს რთული სამუშაო, რადგან ამ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გვართმევენ. ჩვენ შევედით დაუნდობელი ნგრევისა და ადამიანური ტანჯვის ეპოქაში. მიმოიხედეთ, თქვენს მიერ დამკვიდრებული გაერთიანებული ერების პრინციპები ალყაშია. მოუსმინეთ, მშვიდობისა და პროგრესის საყრდენები ინგრევა დაუსჯელობის, უთანასწორობისა და გულგრილობის სიმძიმის ქვეშ. სუვერენულ ქვეყნებში ხორციელდება ინტერვენცია, შიმშილი გამოიყენება იარაღად, ჭეშმარიტება გაჩუმებულია, დაბომბილი ქალაქებიდან კვამლი ამოდის, დანაწევრებულ საზოგადოებებში რისხვა იზრდება, ზღვის დონე მატულობს და სანაპირო ზოლებს შთანთქავს. ყველაფერი ეს გაფრთხილებაა, ყველაფერი ეს არის კითხვა – როგორ მსოფლიოს ვირჩევთ? უხეში ძალის თუ კანონის მსოფლიოს? მსოფლიოს, სადაც პირადი ინტერესებისთვის ბრძოლაა, თუ მსოფლიოს, სადაც ქვეყნები ერთიანები არიან? მსოფლიოს, სადაც ძალა განსაზღვრავს უფლებას, თუ მსოფლიოს სადაც უფლებები ყველასთვისაა?“, – განაცხადა გუტერეშმა.