„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
„ჩვენი გუნდის მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, იქნება მშვიდობა. თუ არა მშვიდობა, არ იქნება არც არჩევნები ქვეყანაში, არც ღონისძიებები, არც სკვერების გაკეთებას ექნება აზრი და ამიტომ, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სანზონის საარჩევნო ოლქში, ვალერიან პაპუაშვილმა „კურიერში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც არც საარჩევნოდ, არც ქვეყნის მართვაში ალტერნატივა არ ჰყავს და იმ კურსით მივდივართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება.
რაც შეეხება სანზონელებს - მე მათ მივმართავ, როგორც რიგითი სანზონელი, - როგორც მათ შესტკივათ გული თავის უბანზე, ქუჩაზე, კორპუსებზე, - მეც ისევე. როგორც რიგითი სანზონელი, იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ მათთან ერთად, მათთან დისკუსიაში, მათგან წამოსული ინიციატივებით დავგეგმოთ ჩვენი სამომავლო 4 წელი პრიორიტეტების მიხედვით და განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რასაც აქამდე ვაკეთებდით, უფრო მეტი შემართებით," - განაცხადა ვალერიან პაპუაშვილმა.