ამსტერდამში კომპანია Microsoft-ის მონაცემთა ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ, აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამსტერდამში კომპანია Microsoft-ის მონაცემთა ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ

ამსტერდამში, სლოტერდეიკის რაიონში, Microsoft-ის მონაცემთა ცენტრის მშენებლობის წინააღმდეგ ასამდე ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დემონსტრანტებმა ტერიტორიის გარშემო არსებული ღობეები გაარღვიეს და ცენტრის მშენებლობისთვის განკუთვნილ ადგილზე შეიჭრნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც მედია წერს, დემონსტრანტები პალესტინის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

აქციის მონაწილეები არა მხოლოდ მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, არამედ თავად Microsoft-ის საქმიანობასაც აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, კომპანია პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებებს ხელს უწყობს.

✕