ამერიკის შეერთებულ შტატებთან არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა - ირანის პარლამენტის სპიკერი

ბაგერ ყალიბაფი

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი აშშ-თან რაიმე სახის მოლაპარაკებების არსებობას უარყოფს.

მოჰამედ ბაგერ ყალიბაფის თქმით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება მანიპულირების მიზნით ხდება.

„აშშ-თან არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა. „ფეიკ ნიუსები“ ფინანსური და ნავთობის ბაზრების მანიპულირებისთვის და იმ ჭაობისგან თავის დაღწევის მიზნით გამოიყენება, რომელშიც აშშ და ისრაელი არიან ჩარჩენილები“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.