4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში საპროტესტო აქციებისას, სულ მცირე, 48 დემონსტრანტი და უსაფრთხოების 14 თანამშრომელი დაიღუპა.
ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია კი, სულ მცირე, 51 დაღუპულზე საუბრობს, მათ შორის ცხრა ბავშვია.
პარალელურად, ირანის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვა საპროტესტო აქციების ფონზე განახორციელა. ამასთან, ირანის კუმუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება „ქვეყანაში არსებული ვითარების“ გამო მიიღეს.
ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. გავრცელებული ცნობებით, საპროტესტო აქციებისას დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი.