რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
საფრანგეთმა უარი თქვა ჯივინოსტატზე, იმიტომ რომ კონკრეტულად საუბარია ძალიან მძიმე გვერდით მოვლენებზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე საუბრისას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა მეცნიერულ, დასაბუთებულ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით უნდა ხორციელდებოდეს.
„ამ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით და მხოლოდ პროფესიონალურად გადაწყვეტა. შეუძლებელია, ამ დროს ფაქტებს ანგარიში არ გავუწიოთ. ამ მედიკამენტზე არ შეიძლება არასწორი მოლოდინების გაჩენა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერც ერთი გარემოება ვერ დაიმალება, არ დაიგვიანებს ინფორმაცია, სად, რომელმა სახელმწიფომ მიიღო დაფინანსება. კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტი ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის, მაგრამ სახელმწიფო რომ აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება.
სულ არის რამდენიმე მედიკამენტი: ვამოროლონი, ეს არ არის იმ ახალი თაობის მედიკამენტები; ჯივინოსტატი - ამაზე ნათქვამი მაქვს, რომ ყველაზე იმედის მომცემია, იმიტომ რომ EMA-ი და FDA-იც აქვს და ევროპული სახელმწიფოები ახლოს არიან გადაწყვეტილებების მიღებამდე.
მაგრამ, რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და რაც შეეხება ელევიდისს, ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით, მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ არცერთი სახელმწიფო არ უშვებს ამ მედიკამენტს, როგორც გამოსაყენებლად ვარგისს. ამიტომ, ეს სწორად უნდა მივაწოდოთ თითოეულ პაციენტს, არ შეიძლება ამ თემით უბრალოდ სპეკულირება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.