რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
ამ წუთებში, ისრაელის ძალები იერიშებს ახორციელებენ თეირანსა და ბეირუთზე, მათ შორის დარტყმის სამიზნეა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაც. ბოლო 24 საათში, განადგურებულ სამხედრო ობიექტებს შორის არის ქალაქ სანან-დაჯის სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასაზღვრო დაცვის სარდლობის შტაბ-ბინები. ასევე დაზიანდა ისპაჰანის ავიაბაზა და თეირანის არმიის ბაზა.
სარაკეტო იერიშების შედეგად, დაზიანდა რელიგიური ნაგებობები და საცხოვრებელი კორპუსები, ასევე ადმინისტრაციული შენობები.
აშშ-ის სარდლობის ცნობით, შაბათს, ოპერაციის დაწყების შემდეგ, დარტყმა განხორციელდა ირანის ტერიტორიაზე 1 250-ზე მეტ სამიზნეზე. საომარი მოქმედებების ფონზე, იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ირანში იერიშების შედეგად, 742 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 176 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაიღუპა 85 ადამიანი.