როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს მტკიცებით, ანდრეი ერმაკს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ანდრეი ერმაკის მხრიდან უკრაინის დატოვების აკრძალვის წერილი შევიდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თანამდებობა დატოვა. შემდეგ, ზელენსკიმ ხელი მოაწერა ერმაკის გათავისუფლების ბრძანებას.
ვერხოვნა რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO) ერმაკის სახლში ჩხრეკას ატარებდნენ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში აგორებული კორუფციული სკანდალის ფონზე.