როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
დიდი პატივია ჩვენთვის, რომ თბილისის მერი კალაძე გვსტუმრობს სამინისტროში. ძალიან იშვიათია, ამ შენობაში ორგზის ჩემპიონის სტუმრობა . ვისიამოვნეთ ამ შეხვედრით და დიდ პატივად მივიღეთ, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით ამაყობს.
„ვამაყობ, რომ ერთმანეთს პირადად დიდი ხანია ვიცნობთ. იშვიათად ვაკვირდებით უცხო ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებს, რადგან ეს საშინაო საქმეა. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულშემატკივრობდით ბატონ კალაძეს, რომ კვლავ მოეგო არჩევნები თბილისში. მან დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს თუ რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით. ვთხოვ, რომ თუ აქვს დროს, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ჩაუტაროს ლექციები, დარწმუნებული ვარ კარგი რჩევების მიცემა შეუძლია დედაქალაქის მართვასთან დაკავშირებით.
ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით. ვამაყობთ, რომ აქ საუბარია ორი ისეთი მთავრობის თანამშრომლობაზე, რომლებიც არიან პატრიოტები, სუვერენიტეტისა და მშვიდობის მომხრეები. მე მერ კალაძეს ვუთხარი, რომ ჩვენ, უნგრელები, ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს. უნგრელებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს როცა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და არ ხარ თანხვედრაში ლიბერალურ მეინსტრიმთან. თუმცა იქნებ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უნგრელი ხალხი მხარს გვიჭირს . ვინაიდან თქვენი მთავრობაც პატრიოტულ პოლიტიკას ატარებს, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს მას საქართველო“, - აღნიშნა სიიარტომ.
თბილისის მერის, კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში იმყოფება.