1774257972
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისს ქვები და ე.წ მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო გამოსვლები ალბანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ ვიცე- პრემიერს კორუფციის ბრალდება წაუყენა.










