„ის არის ჩემი მეფე, მე მისი დედოფალი“ - ანი ყიფშიძე გათხოვდა
1776541334
ალასკაზე, ანკორიჯში, ორი ამერიკელი ჯარისკაცი, სწავლების დროს, პოლიგონზე დათვთან შეტაკების შედეგად დაშავდა.
მედიის ცნობით, ინციდენტი ხუთშაბათს მოხდა, როდესაც ჯარისკაცები ელმენდორფ-რიჩარდსონის ერთობლივი ბაზის შემადგენლობაში არსებულ არქტიკულ ველზე წვრთნებს გადიოდნენ.
Abcnews-ის ინფორმაციით, პარასკევის მონაცემებით ჯარისკაცები კლინიკაში იმყოფებოდნენ. სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი ოჯახების ინფორმირებამდე არ საჯაროვდება.
ოფიციალური პირის თქმით, ორივე ჯარისკაცმა დათვს წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ინციდენტის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, რადგან გამოძიება გრძელდება.