რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დასრულდა
1755296730
ალასკაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს გაფართოებულ ფორმატში რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
ამჟამად, მოლაპარაკებები სამი სამზე ფორმატში მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, იური უშაკოვი. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ამერიკის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.