ახლო აღმოსავლეთში ისრაელმა კვლავ ცეცხლი გახსნა - ნეთანიაჰუმ ღაზაზე "დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმების" მიტანის ბრძანება გასცა

ნო

ღაზას მიმართულებით ისრაელმა კვლავ ცეცხლი გახსნა. დარტყმები მას შემდეგ დაიწყო, რაც მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ "ცაჰალს" უბრძანა "დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ქალაქ ღაზაზე". შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი.

იერიშის მიტანამდე ერთი დღით ადრე, ისრაელის პრემიერის ოფისმა განაცხადა, რომ "ჰამასის" მიერ ბოლოს გადაცემული ერთი ცხედარი ესრაელელ მძევალს არ ეკუთვნოდა.