1750577424
ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო, ბაჰრეინმა სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების 70 პროცენტი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო, ბაჰრეინმა სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების 70 პროცენტი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. ბაჰრეინის მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება სამოქალაქო სერვისების ბიურომ მიიღო. ეს არ მოიცავს იმ სექტორებს, სადაც სამუშაო მოითხოვს პირად დასწრებას, ან იმ სექტორებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებისთვის სპეციალურ სამუშაო პროცედურებს ითვალისწინებენ.
პარალელურად, ბაჰრეინის განათლების სამინისტრომ საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანა.