დაე დიპლომატიამ ჩაახშოს იარაღი - რომის პაპი

პაპი ლეო

რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო წირვის დროს მსოფლიოს მიმართა და ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანსა და ისრაელს შორის განვითარებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოთქვა.

მისი თქმით, ომი ვერასდროს აგვარებს პრობლემებს და მხოლოდ ახალ ჭრილობებს აჩენს. პაპმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აიღოს მორალური პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ომის ტრაგედია.

„ამ დრამატულ სცენარში, რომელიც ისრაელსა და პალესტინას ითვალისწინებს, არსებობს მოსახლეობის ყოველდღიური ტანჯვის დავიწყების რისკი - განსაკუთრებით ღაზაში და სხვა ტერიტორიებზე, იმის მიუხედავად, რომ ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარება უფრო სასწრაფო ხდება. დღეს, ისე, როგორც არასოდეს, კაცობრიობა მშვიდობას იხვეწება. დაე დიპლომატიამ ჩაახშოს იარაღი. ერებმა თავიანთი მომავალი მშვიდობის გზით უნდა შექმნან, და არა ძალადობით,“ - განაცხადა პაპმა.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.