აიათოლები შეცდომას თუ დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ - ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

აიათოლები შეცდომას თუ დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. და ერთი რამ ცხადია – თუ აიათოლები შეცდომას დაუშვებენ და თავს დაგვესხმებიან, მათ ისეთი პასუხი ელოდებათ, როგორის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. ისრაელი ჩვენს მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან ერთად მოქმედებს”,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ღაზასთან დაკავშირებით საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ აუცილებლად განიარაღდება, ღაზა დემილიტარიზებული იქნება.

„ძალიან მალე „ჰამასი“ დილემის წინაშე აღმოჩნდება – დათმოს იარაღი მარტივი გზით თუ რთული გზით”,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, რომ მტრის ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონები ან უსაფრთხოების ზონები „სახმელეთო შეჭრის საფრთხის შემცირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ჩვენს მეგობრებთან შეერთებულ შტატებში: ღაზის სექტორის აღდგენა მის დემილიტარიზაციამდე არ მოხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.